logo
ENG


გოცირიძე ლარის გაუფასურებაზე: ფული ჯოჯოხეთს უნდა ანათებდეს, მაგრამ ძალიან ცუდად ანათებს
  • 1290ნახვები

ლარი 3,37 გახდა. თუ დავაკვირდებით, წლებია, ერთი კანონზომიერება იკვეთება: ლარი იწყებს გაუფასურებას, ეროვნული ბანკი ყიდის 40 მილიონ დოლარს, ლარი კიდევ უფრო უფასურდება, კვლავ იყიდება მეორე ულუფა 40 მილიონი დოლარი, ან არ იყიდება და ეროვნული ბანკი აძლევს ლარს კიდევ უფრო გაუფასურების უფლებას და რაღაც ნიშნულზე “ხელოვნურ-ბუნებრივად”( ანუ ინტერვენციები მაინც საჭირო ხდება), ლარი ახალ ნიშნულზე ჩერდება( ყანყალებს).

არასდროს, ეროვნული ბანკი არ აკეთებს ინტერვენციებს, მანამ სანამ უკვე სხვა არაფერი დარჩენია და მკვეთრი გაუფასურებისგან დასაცავად სხვა ბერკეტები არ მუშაობს. არასდროს, ეროვნული ბანკი, მცირე ზომებით, პრევენციის მიზნით, წინმსწრებად, აჟიოტაჟის წარმოქმნისა და ნეგატიური მოლოდინების გაჩენამდე, არ ეწეოდა ინტერვენციებს.

ეს შენიშვნა მხოლოდ დოლარის სავალუტო ბაზარზე მიწოდების “ტექნიკას” ეხება, თორემ ლარის გაუფასურების მიზეზები რომ ღრმაა და მრავალი მიზეზითაა განპირობებული, ამაზე არავინ დავობს.

ინტერვენციების პოლიტიკას კი "უკან მიდევნებული ლამპრის ეფექტს" იმიტომ ვუწოდებ, რომ ფული, რომელიც წესით ჯოჯოხეთს უნდა ანათებდეს, ძალიან ცუდად ანათებს, რადგან წინ კი არა უკან ინთება, თანაც, ყოველთვის გვიან.

წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე Facebook-გვერზე. ცნობისთვის, ლარმა დოლართან მიმართებით ახალი ანტირეკორდი დაამყარა



ასევე ნახეთ
close დახურვა