logo
ENG


გიგაური: დანიელსონთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ 1-ლი ამოცანა მელიას და რურუას გათავისუფლებაა
ეკა გიგაური
28 მარ, 2021 21:28
გიგაური: დანიელსონთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ 1-ლი ამოცანა მელიას და რურუას გათავისუფლებაა
  • 991ნახვები

დავაფიქსირეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა. ასევე, ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კომპრომისული შეთანხმება შედგეს მხარეებს შორის და კომპრომისის გარეშე შეუძლებელია, რომ შეთანხმება შედგეს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ეს გაითვალისწინოს. რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანა მელიას და რურუას გათავისუფლებაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვსაუბრობდით ამ საქმეების დეტალებზე და შესაბამისად, ეს ინფორმაცია მივაწოდეთ, მაგრამ ასევე ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ეს კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ჩვენთან არ ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები, გვჭირდება დემოკრატიული რეფორმები და ასევე იმან, რომ ფაქტიურად ძალაუფლება არის კონცენტრირებული ერთი პარტიის ხელში. მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლების განაწილება მოხდეს ოპოზიციასთან

განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა ევროპელ დიპლომატთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა