logo
ENG


სამნიძე: ოპოზიციური პარტიები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება შევძლოთ
  • 728ნახვები

მოლოდინი რესპუბლიკელებს გვაქვს ისევ პოზიტიური. იმდენად მაღალია ჩართულობა, იმდენად მაღალია სურვილი ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების, რომ ეს პროცესი შედეგით დასრულდეს, იმდენად ყველაფერს ვაკეთებთ ოპოზიციური პარტიები იმისთვის, რომ შევძლოთ შეთანხმება ხელისუფლებასთან, რომელიც არ გვესაუბრება სამწუხაროდ მედიატორების ჩართულობის გარეშე, რომ მოლოდინი გვაქვს, შევძლებთ, დავაახლოოთ პოზიციები ისევ და ისევ ბატონი დანიელსონის დახმარებით. ჩვენი პოზიციების დაახლოება შეუძლებელია მედიატორების გარეშე.

განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ხათუნა სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე.



ასევე ნახეთ
close დახურვა