logo
ENG


წულუკიანი: უნდა დავაფინანსოთ ფილმები, რომლებიც ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულს უნერგავს
  • 1418ნახვები

სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, ჩემი აზრით, ისეთი ფილმები, რომლებიც ერთი მხრივ, საზოგადოებას ხელს უწყობს და განსაკუთრებით, არავის ეწყინოს, მაინც გამოვყოფ ახალგაზრდა თაობებს. მათ უნერგავს სამშობლოს სიყვარულს, მათ უნერგავს თავისუფლების სიყვარულს და აძლევს სწორ ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის ადამიანის უფლებები, რა არის დეოკუპაციისთვის საჭირო და ამ ახალგაზრდა თაობებში, ალბათ, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ის ახალგაზრდები, ვინც არის ოკუპაციის გამო დევნილთა მესამე ან მეოთხე თაობა. იმისათვის, რომ მათ იცოდნენ, რომ მათი მშობლიური ადგილი არის ვთქვთ, აფხაზეთი იქნება თუ ცხინვალის რეგიონი... ეს მტკივნეული საკითხებია და ხელოვნება ამასაც უნდა მოემსახუროს ჩემი გადმოსახედიდან

ეს განცხადება იმედის დილაში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.



ასევე ნახეთ
close დახურვა