logo
ENG


ევროპარლამენტარი: ორჯერ დაფიქრდით, სანამ განაცხადს წარადგენთ EU-ს წევრობაზე ამ პირობებში
  • 925ნახვები

რაც შეეხება პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და დემოკრატიული რეფორმების თემას, აქ საჭიროა, ქვეყანამ უფრო მტკიცედ იაროს სწორ გზაზე. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ საკმარის პოლიტიკურ სიმწიფეს ამ მიმართულებით. როცა მესმის ამ განზრახვის შესახებ, წევრობაზე, ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად აღვიქვამ.

ქვეყანას ექნება ძალიან მძიმე მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში. თუ ახლა არაა შესაძლებლობა, გადაიჭრას რთული შიდა გამოწვევები, როგორ შეუძლია საქართველოს მოლაპარაკება აწარმოოს წევრობაზე. ეს საერთოდ არაა ადვილი გზა. მე ლიეტუვას მთავარი მომლაპარაკებელი ვიყავი ევროკავშირის გზაზე და რომ არა ეროვნული კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის რეფორმებზე, არაფერი გამოვიდოდა. ამიტომ ორჯერ დაფიქრდით, სანამ განაცხადს წარადგენთ EU-ს წევრობაზე იმ პირობებში, რაშიც ახლა ხართ. 

 

ამაზე ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა