logo
ENG


ჯორჯ კენტი: საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს
ჯორჯ კენტი
01 აპრ, 2021 20:16
ჯორჯ კენტი: საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს
  • 1211ნახვები

ბოლომდე პატივს ვცემ ჩვენი კონგრესის, ჩვენი სენატის უფლებამოსილებას. ამაში შედის ბიუჯეტის დამტკიცებისა და დახმარების განაწილების უფლებამოსილება. ამერიკის კონგრესი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ხელგაშლილი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამერიკას საქართველოსთვის ხუთ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს გაწეული. ახლა ყოველწლიურად 135 მილიონი დოლარით ვეხმარებით. ეს, კონგრესის გადაწყვეტილებაა და არა ადმინისტრაციის. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს, სენატორების- რომლებმაც საქართველოს ეს დახმარება გაუწიეს, იმ შემთხვევაში, თუ მათ საჭირო ნაბიჯები არ გადადგეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებისთვის იმის გაგება, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ ისინი დასასრულამდე მივიდნენ, მიაღწიონ შეთანხმებას და გაატარონ რეფორმები იმისთვის, რომ ქვეყანამ წინსვლა დაიწყოს

განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა