logo
ENG


ღარიბაშვილი: "მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში" უფრო გავაძლიერეთ
  • 1219ნახვები

ალიანსთან თანამშრომლობით საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიმართულებებით.

ჩვენმა ხელისუფლებამ ეს თანამშრომლობა, დაფუძნებული პრინციპზე - "მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო“-ში, კიდევ უფრო გააღრმავა და გააძლიერა.

ჩვენს სამხედროებს პროფესიონალიზმითა და თავდადებით დიდი წვლილი შეაქვთ სამშვიდობო ოპერაციებში, იქნება ეს ავღანეთში „ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისია“, თუ ევროკავშირის მისიები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. 

ჩვენ მზად ვართ, სრულად გავიზიაროთ კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი 1949 წლის 4 აპრილს დაარსდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა