logo
ENG


ცერცვაძე: ხალხი შემობრუნდა ასტრაზენეკასკენ, დარწმუნდნენ, რომ ფაიზერი არ ჯობია
  • 904ნახვები

მინდა პოზიტივად აღვნიშნო, რომ თანდათან მცირდება ის კაპრიზი, რაღაც ჭირვეული ბავშვის მოთხოვნა, რომ 'მე ფაიზერი მინდა თორემ არ ავიცრები'. დარწმუნდა ხალხი, რომ ფაიზერი არ ჯობია ასტრაზენეკას, პირიქით, ხანდაზმულებში ასტრაზენეკას უპირატესობაც კი აქვს, რამეთუ ბოლო კვლევით, 100-პროცენტიან დაცვას იძლევა ასტრაზენეკა ხანდაზმულებში მძიმე და სასიკვდილო ფორმებისგან, მაშინ, როდესაც ფაიზერმა მხოლოდ 94 პროცენტი უჩვენა. მოკლედ, ხალხი შემობრუნდა ასტრაზენეკასკენ. ამას ხელი შეუწყო იგივე ჩვენმა პროპაგანდამ, იგივე ქალბატონი სალომეს [პრეზიდენტის] და მინისტრის, ეკა ტიკარაძის აცრამ. ასევე იმან, რომ ბოლო ორ კვირაში 12 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი აიცრა ასტრაზენეკათი.

განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით 14 207 ადამიანია აცრილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა