logo
ENG


ვაშაძე მოლაპარაკებებზე: მომავალ კვირაში უფრო ნათელი იქნება, რა გზით მივდივართ
  • 683ნახვები

საკმაოდ მძიმე ჩიხური სიტუაციაა, თუმცა ყოველთვის არსებობს ნებისმიერი ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი. ველოდები გარკვეულ ინფორმაციას დასავლეთიდან, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან უკვე კვირის ბოლოს და ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში უფრო ნათელი იქნება, რა გზით მივდივართ. მაქვს პირდაპირი კომუნიკაცია ბევრ იმ ადამიანთან, ვინც ჩართულია ამ მოლაპარაკების პროცესში და ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მძიმე ჩიხური სიტუაციიდან ქვეყანა დავიხსნათ და არ ვაჩუქოთ ყველაფერი ქართულ ოცნებას. მათი მიზანი როგორც ჩანს შეთანხმება არ არის, მათი მიზანია ჩაშლა, იმიტომ, რომ როგორც ჩანს ფიქრობენ, თუ ასე ერთპარტიულად შეინარჩუნებენ პარლამენტს მაგრამ თან ჰაერში ჩამოკიდებენ მოლაპარაკება შეთანხმების საკითხს მათთვის უფრო კომფორტული იქნება. ჩვენ ეს კომფორტი არ გვინდა შევუქმნათ ქართულ ოცნებას, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ დროულად უნდა დაესვას წერტილი იმ მოლაპარაკების პროცესს, რომელიც პარტნიორების მედიაციით მიმდინარეობს. უვადოდ და უგზოუკვლოდ ვერ გაიწელება.

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემა კომენტარში.



ასევე ნახეთ
close დახურვა