logo
ENG


ზალკალიანი: 9 აპრილის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, საქართველო კვლავ ოკუპირებულია
  • 658ნახვები

საქართველოს ისტორიაში, 9 აპრილი არის მნიშვნელოვანი დღე, რომელმაც დასაბამი დაუდო ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. სამწუხაროდ, ეს ბრძოლა ჯერ დასრულებული არაა, რადგან საქართველო კვლავ ოკუპირებულია და ჩვენი ბრძოლა გრძელდება იმისთვის, რომ საქართველო სრულფასოვნად იყოს ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. მართლაც ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, ვინც თავი გასწირა და ამ ბრძოლას შეეწირა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 



ასევე ნახეთ
close დახურვა