logo
ENG


ზალკალიანი: უკრაინის ელჩის დაბრუნების საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება
  • 1137ნახვები

ახლა იმის დრო არ არის, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის გარშემო ასე იძაბება სიტუაცია, ჩვენ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ, უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ძალიან დაზარალდა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. მთავარი იყო, მათი მხრიდან ყოფილიყო სწორი აღქმა და, ვფიქრობ, ისინიც გაგებით მოეკიდნენ იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენ გადავდგით

ქართული ოცნების ხელისუფლებამ ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე 2020 წლის 8 მაისს უკრაინიდან კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიწვია, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა