logo
ENG


მეუფე იაკობი: მებრძოლი ეკლესია ვართ, ჩვენში წმინდანი ჯერჯერობით არავინ არ არის
მეუფე იაკობი
11 აპრ, 2021 14:32
მეუფე იაკობი: მებრძოლი ეკლესია ვართ, ჩვენში წმინდანი ჯერჯერობით არავინ არ არის
  • 914ნახვები

გვებრძვიან, მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ ვართ მებრძოლი ეკლესია. ჩვენში წმინდანი ჯერჯერობით არავინ ვართ, ყველა ვიბრძვით იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ღვთის სასუფეველი. ზოგს ღმერთთან ყოფნა უნდა, ზოგს ცხონება, ორივე საუკეთესო რამ არის. ვისაც როგორც ესმის, იმისკენ მიიღწვის... შეიძლება, ჩვენში ჩავდიოდეთ რაღაც საქციელებს, მაგრამ ისეთი რამე არ უნდა ჩავიდინოთ, რომ ადამიანების სულები დავღუპოთ, თორემ სინანული არის ის წამალი ადამიანის სულისათვის, რომელიც აბრუნებს ღვთის წიაღში. მრავალჯერ წავიქცევით, მაგრამ მთავარია, წაქცეულ მდგომარეობაში ყოფნა არ გვიყვარდეს, უნდა წამოვდგეთ. ჩვენ ჩვენს თავში ჩავიხედოთ და ნუ გავაცინებთ მტერს ერთმანეთთან ბრძოლაში.

განაცხადა ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა საკვირაო ქადაგებისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა