logo
ENG


ტიკარაძე: ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხე სარესტორნო სივრცეებია
  • 968ნახვები

ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხე სარესტორნო სივრცეებია, სადაც ყველაზე ნაკლებას იცავენ პირობებს. მათი მხრიდან, ასევე, ყველაზე მეტად ხდება დარღვევა ყველა იმ პირობის, რომლის დათქმაც იყო თავდაპირველად, როცა მათ გახსნაზე იყო საუბარი. სხვა სექტორს ეს შეზღუდვები ამ ეტაპზე არ ეხება, ვინაიდან მათი მხრიდან მაქსიმალურად ხდება იმ ღონისძიებების დაცვა, რაც მოთხოვნილია ჯანდაცვის სმაინისტროდან, დაავადებათა კონტროლის, ასევე შრომითი ინსპექციის მხრიდან, ამ ეტაპისთვის ყველაზე მაღალი რისკის მქონედ განიხილებიან სწორედ ის დაწესებულებებები, სადაც იმართება სოციალური ღონისძიებები.

ჩვენ შევეცდებით, გავყოთ ეს ბიზნესი კეთილსინდისიერ მონაწილეებად და იმ მონაწილეებად, რომლებიც არ იცავენ ამ მოთხოვნებს, მიდგომა არ იქნება ერთგვაროვანი, რომ დაიხუროს ყველა, თუმცა გამოვავლენთ, რომელი სექტორის და სეგმენტის მხრიდან არის ყველაზე მეტი დარღვევა და ალბათ ინდივიდუალურად მივუდგებით თავდაპირველად, შემდეგ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი გვიჩვენებს, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება მსგავსი ლოკალური შეზუდვები და ლოკალური მიდგომა, შემდეგ დამატებით ვისმჯელებთ.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა