logo
ENG


გამყრელიძე: Pfizer-ს 1 მლნ დოზა შევუკვეთეთ, მაგრამ როდის ან როგორ მივიღებთ, არ ვიცით
  • 601ნახვები

Pfizer-თან ძალიან აქტიურად მუშაობს სამინისტრო. მთავრობა ძალიან აქტიურად არის ჩართული. ლაპარაკია 1 მილიონ დოზაზე, რომელიც ოფიციალურად შევუკვეთეთ. 

მაგრამ, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი ან მიახლოებითი თარიღი, როდის შეიძლება მივიღოთ ან რა ეტაპობრიობით, ჯერჯერობით არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ ივნისში, ისევ COVAX-ით, მაგრამ ძალიან ლიმიტირებული დოზები შემოვა. 

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა