logo
ENG


ნათელაშვილი: გულის ტკივილს გამოვხატავ კოლეგების გამო, რომლებმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა
  • 637ნახვები

გუშინ განხორციელდა სპეცოპერაცია, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე, საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს მფარველებიც, მოკავშირეებიც და ზურგის გამმაგრებლებიც.

ჩვენ ერთმანეთი გვყავს მოკავშირეებად და ან გავიტანთ ერთმანეთს, ან საქართველოს ფერი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე თანდათანობით ჩაქრება და ამ ცოდვას ჩვენ ასი და ათასი წლის შემდეგ, სამუდამოდ, ძვლებზე აღბეჭდილს წავიღებთ იმქვეყნად.

მე გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომლებმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა იმ ხელმოწერის შედეგად, რაც ჩემთვის ტრაგიკულია, რადგან ეს თვეები მაქსიმალურად ვეფერებოდით ერთმანეთს და შედეგად საქართველო დავაბრუნეთ საერთაშორისო რადარებზე, მსოფლიო კვლავ ავალაპარაკეთ ჩვენი სიმტკიცით და ერთიანობით.

განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს გუშინ, 19 აპრილს ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა