logo
ENG


კორძაია: საპარლამენტო საქმიანობას შევუერთდები, როცა მელია გამოვა და დოკუმენტს ხელს მოაწერს
  • 1362ნახვები
მიმაჩნია, რომ ვერც მე და ვერც რესპუბლიკური პარტია დამოუკიდებლად, საარჩევნო ბლოკისა და ამ ბლოკში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მძლავრი მხარდაჭერის გარეშე ვერ მოვიპოვებდით საპარლამენტო მანდატებს, ამიტომ მე მზაობას გამოვხატავ შევუერთდე საპარლამენტო საქმიანობას ნიკა მელიას გამოსვლისა და მის მიერ დოკუმენტის ხელმოწერისთანავე.
 
მინდა გამოვხატო რწმენა, რომ ეს უახლოესი საათების საკითხია და ეს შეთანხმება მიაღწევს საბოლოოდ იმ შედეგს, რასაც ისახავდა მიზნად მოდერაციის დაწყებისას - ჩააცხრობს იმ კრიზისს რაც არჩევნების დღიდან გრძელდება და დაადასტურებს ქვეყნის დასავლური კურსის ერთგულებას.

წერს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია სოციალურ ქსელში.



ასევე ნახეთ
close დახურვა