logo
ENG


ქადაგიშვილი: მელიას ციხიდან გამოსაყვანად ალბათ კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება
  • 2486ნახვები
ჩვენ ვალდებულება გვაქვს ხელშეკრულებით აღებული ყველა ხელისმომწერ პარტიას თუ პიროვნებას, რომ ამნისტია 20 ივნისთან დაკავშირებით მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს კანონი იქნება მიღებული. თუ მელია ამას არ დაეთანხმება, მაშინ მას მოუწევს დალოდება სასამართლოსი.
 
თუ ადამიანს არ უნდა გარეთ გამოსვლა და ის არის მძევალი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც არის დამყარებული დესტრუქციაზე, რა გავაკეთოთ ჩვენ?! ალბათ კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება ციხიდან გამოსაყვანად.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა რუსთავი 2-თან. ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, რომლის ერთერთი პუნქტი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება. 23 თებერვალს სპეცრაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და მელია ამ ფორმით დააკავა.



ასევე ნახეთ
close დახურვა