logo
ENG


გაბუნია: 30 აპრილს ქვეყანაში ასტრაზენეკას 46 ათასი დოზა ჩამოვა
  • 910ნახვები

მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია იუნისეფიდან, რომ 30 აპრილს, ასტრაზენეკას 46 ათასი დოზა ჩამოვა ქვეყანაში, იმისთვის, რომ მეორე დოზებით ვაქცინაცია დაიწყოს მაისის შუა რიცხვებისთვის, ასევე, გაგრძელდეს აცრები იმ პირებისთვის, ვისაც ასაკით ეკუთვნით ასტრაზენეკათი ვაქცინაცია. ასევე, სინოფარმით ვაქციაციის რეგისტრაცია გაიხსნება 27 აპრილიდან. ამ კვირაში დასრულდება კონსულტაციები სინოფარმის გამოყენებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ 4 მაისიდან, როდესაც დასრულდება სააღდგომო არდადეგებები, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაცია სინოფარმით და ასტრაზენეკათი.

 

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.



ასევე ნახეთ
close დახურვა