logo
ENG


გიორგი ამილახვარი: ნიკანორ მელია სააკაშვილის მსხვერპლია
  • 811ნახვები

ნიკანორ მელია არის მსხვერპლი მისი პოლიტიკური ძალის და იმ ლიდერის, სააკაშვილს ვგულისხმობ. 

ჩვენ, მთელი ამ თვეების განმავლობაში, ძალიან არგუმენტირებულად, გეგმაზომიერად ვამტკიცებდით, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი კრიზისი.  მსოფლიოში ერთადერთები იყვნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თითქოს 2020 წლის არჩევნები გაყალბდა და მთელი დანარჩენი მსოფლიო და პოლიტიკური სპექტრი ამბობდა საწინააღმდეგოს. ახლაც დარჩნენ მარტო, მხოლოდ  მათთან პირდაპირ აფილირებულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს დოკუმენტს და კიდევ ერთხელ დადასტურდა მათი ქმედებების არსი. სამწუხაროდ, ნიკა მელია მათი პოლიტთამაშების მსხვერპლია.

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ამილახვარმა პალიტრანიუსის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა