logo
ENG


ზილფიმიანი: მახარებს კონსტრუქციული ოპოზიციის რაოდენობის ზრდა პარლამენტში
  • 810ნახვები

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა პარლამენტში. ძალიან მახარებს კონსტრუქციული ოპოზიციის რაოდენობის ზრდა პარლამენტში და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი კონსტრუქციულობა და რაც მთავარია, რეზულტატურობა ამით გაიზრდება. ასევე, ვიცი, რომ თქვენც გვერდში დაუდგებით ყველა ერთმანეთს, დავუდგებით იმაში, რომ არ დავამსგავსოთ დღევანდელი პარლამენტი მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს, სადაც მტრობის, ლანძღვისა და ღვარძლის მეტი არაფერი სუფევდა. ის რაც დღემდე გაკეთდა პარლამენტში ოპოზიციის მიერ, საკანონმდებლო საკითხებზე ვსაუბრობ, მთელი 4 წლის განმავლობაში არ გაკეთებულ მე-9 მოწვევის პარლამენტში, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. უფრო მეტიც, ის განწყობა, რაც დღეს ერთმანეთისადმი გვაქვს, უნდა შევინარჩუნოთ. მიუხედავად ზღვა შეურაცხყოფისა, რაც ჩვენს პარლამენტში შემოსვლას მოჰყვა, მე ვერ ვიხელმძღვანელებ ამ ფაქტორით. თქვენ გაქვთ ჩემი გამოწვდილი მეგობრული და კოლეგიალური ხელი და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც შევძლებთ ქვეყნის სასიკეთოდ ურთიერთმეგობრულ და კოლეგიალურ ქმედებებს. იმედს ვიტოვებ, გარეთ დარჩენილ ოპოზიციასაც მალე ვიხილავთ პარლამენტში. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, გვიხარია.

მიმართა პარტია ევროპელი სოციალისტების წევრმა დავით ზილფიმიანმა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში დღეს მივიდნენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა