logo
ENG


ინჯია: გამოვაცხადოთ საყოველთაო ამნისტია, ვინც კრიმინალია, ერთ თვეში კვლავ ციხეში იქნება
ფრიდონ ინჯია
27 აპრ, 2021 13:44
ინჯია: გამოვაცხადოთ საყოველთაო ამნისტია, ვინც კრიმინალია, ერთ თვეში კვლავ ციხეში იქნება
  • 1102ნახვები

არ გამოვრიცხავ, ხვალ და ზეგ კიდევ იქნეს ესეთი მოთხოვნები, რომ ეს გასათავისუფლებელია. ახლა როგორ გავარკვიოთ ჩვენ, ის სამართალდამცავები, რომლებიც იცავდნენ პარლამენტის შენობას, სახელმწიფო დაწესებულებას, ასრულებდნენ თავის მოვალეობას და იყო დესტრუქციული ჯგუფი, რომელიც მართლაც რომ უკანონო ქმედებებს სჩადიოდა... ახლა ერთს მივუდგეთ როგორც გასათავისუფლებელი და იმათ ამნისტია და მეორეს, რასაც ისინი აკეთებდნენ თავიანთი მოვალეობიდან გამომდინარე, თავდადებით, იმას ეს არ შეეხოს. საერთოდ ჩვენს პარტიას, ევროპელ სოციალისტებს გვაქვს ასეთი იდეა და სწორი იქნება იმისათვის, რომ მართლაც სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი, გამოვაცხადოთ საყოველთაო ამნისტია... მაშინ არ იქნება ის მეოთხე თუ მეხუთე ეტაპი, როდესაც კვლავ იქნება მოთხოვნა, ეს და ეს გათავისუფლდეს. ის ვინც კრიმინალია, ერთ თვეში კვლავ ციხეში იქნება, ხოლო ის ვინც უკვე მოიხადა, მე მაქვს მხედველობაში ვისაც მისჯილი აქვს, ამით ჩვენ ეკონომიას გავუკეთებთ გინდა ერთ თვეში რამოდენიმე ათეულ მილიონს სახელმწიფოს და კიდევ არ იქნება სასპეკულაციო...

განაცხადა ევროპელი სოციალისტების წევრმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა