logo
ENG


ელისაშვილი: ტიკარაძემ ვერაფერს მოაბა თავი, რაღაც გაუგებარი სიტყვა "საწოლფონდი" დაამკვიდრა​
  • 1028ნახვები

ქალბატონ ტიკარაძესთან მთავარი კითხვები ვაქცინაციასთან დაკავშირებით გვექნება. გუშინაც ნახეთ, როგორი აჟიოტაჟი იყო რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გუშინდელმა დღემაც დაადასტურა, რომ მითი, თითქოს მთელი ერი ებრძვის ვაქცინაციას და არავის უნდა ვაქცინა, ეს არ დადასტურდა. ასე პორცია-პორცია და 5-5 ცალი ვაქცინა რატომ შემოდის? რატომ ვერ მოაბა ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ თავი, რომ ამ ხნის განმავლობაში საკმარისი ოდენობის ვაქცინა შემოეტანათ. ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ვერაფერს მოაბა თავი, რამდენიმე სიტყვა დაამკვიდრა ჩვენს ლექსიკონში - რაღაც გაუგებარი "საწოლფონდიდა მსგავსი, ეს არის და ეს.

 

განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა