logo
ENG


ცერცვაძე ჩინურ ვაქცინაზე: სხვა ქვეყნებმა სიკვდილობა შეამცირეს, ვინ დარჩა მოგებული?
  • 877ნახვები

ჯანმოს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგიერთები ამის ჰიპერბოლიზაციას ახდენენ, რომ ჯანმოს აღიარების გარეშე არ გაიკეთებენ, მაგრამ ვნახოთ ახლა, რომელი ქვეყანა დარჩა მოგებული? ჩვენ, ვინც პატივი ვეცით მოსახლეობის შეკვეთას და მათ სურვილს და არ გავუშვით ხმარებაში სინოფარმი - ჩვენ შეგვეძლო, 2-3 თვის წინ გვექნა, მაგრამ მოსახლეობის მოთხოვნით ეს არ გაკეთდა. ჩვენ ველოდებოდით საერთაშორისო აღიარებას. 47 ქვეყანა არ დაელოდა საერთაშორისო აღიარებას და მათ მესამედზე ან უფრო მეტად შეამცირეს ახალი შემთხვევებიდან სიკვდილობის შემთხვევები. ვინ დარჩა მოგებული?! თან ჩინური ვაქცინები არის უფრო უსაფრთხო, ვიდრე სხვა ვაქცინები...

განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ იმედთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა