logo
ENG


გამყრელიძე: მომავალი კვირიდან სინოფარმით ვაქცინაციაზე ადგილები თანდათან გაფართოვდება
  • 1254ნახვები

თბილისში სინოფარმზე ახლა ადგილები აღარ არის, მაგრამ სწორედ ამ დღესასწაულების შემდეგ, მომავალი კვირიდან ადგილები თბილისში თანდათან გაფართოვდება, გარდა ამისა, სადღაც 14 მაისისთვის მორჩება ვაქცინაცია მეორე დოზით ფაიზერზე და ის კლინიკები, რომლებიც დღეს ფაიზერზე აკეთებენ აცრას, გადაერთვებიან სინოფარმზე. პარალელურად დაემატება ამცრელი ჯგუფები. თითო ჯგუფი დღეში სავარაუდოდ, 42-დან 50-მდე ადამინს ცრის. სამწუხაროდ, რეგიონებში მიმართვიანობა არ არსი დიდი და ბევრი მუშაობა გვმართებს, რომ ადამიანები უფრო აქტიურად ჩაერთონ. დღეს თბილისში არ არის ადგილები, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ რეგიონებში არის ადგილები, სადაც ასტრაზენეკაზეც და სინოფარმზეც შეიძლება ჩაწერა და აცრა

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა