აცრის და იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება. მთავარი გზა პანდემიის დასრულებისკენ, გადის ჩვენს ქცევებზე. ყველას გვიკეთია დღეს ნიღბები, მივეჩვიეთ ამას, არა? აუცილებელია და გარკვეული პერიოდი კიდევ დაგვჭირდება. ჩვენი მოსახლეობის 60% თუ ავიცრებით ორჯერადად, გარე სივრცეში ნიღაბს მოვიხსნით, ანუ თუ ჩამოგვიყალიბდა კოლექტიური ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნტებში და ავიცრათ.
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძე დღეს, ჩინური ვაქცინით, სინოფარმით აიცრა.