logo
ENG


მელაშვილი: ქვეყანა პრაქტიკულად ორად გახლიჩეს, სიძულვილის ენით, ადამიანებზე მისევით
  • 1100ნახვები

ქვეყანა პრაქტიკულად ორად გახლიჩეს ამ გაუაზრებელი მოქმედებებით, ასეთი სიძულვილის ენით, ადამიანებზე მისევით, რომელიც მათ არ აწყობთ, ან ჟურნალისტების მიმართ...

პრაქტიკულად ორად გახლიჩეს საზოგადოების ნაწილი. ეს ხომ ის ადამიანები არიან, ჩვეულებრივი ქართველები, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც პრაქტიკულად შთააგონეს და გონებაში ჩაუგდეს სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდები, რომ თურმე საშინელება ხდება და ჩვენ ვართ ყველაფრის გადამრჩენელიო, მთავრობის მხრიდან ასე არის. 

მინდა ამ ადამიანებს მივმართო და ვუთხრა:  ხალხო, უნდა დავფიქრდეთ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიაზროთ, რატომ ხდება, რისთვის, ვის აწყობს ეს, აქედან გამოვიდეთ. თუ ჩემ მიმართ აქვს ვიღაცას რაღაც პრეტენზია, კი ბატონო, შეიძლება მკითხოს, სულ არ არის ამისთვის აუცილებელი სიძულვილის ენით საუბარი ან ჟურნალისტთან, ან ჩემთან და ან ვინც არ უნდა იყოს. ეს უნდა დამთავრდეს საზოგადოებაში, ეს საშინელებაა.

ნუთუ ვერ ხვდებით იმას, რომ ეს მთავრობა და სამწუხაროდ, მთავრობის და მათ შორის პარლამენტის წევრებიც ახალისებენ სიძულვილის ენას, სიძულვილის გამოხატულებებს და ყველაფერ ამას, თითქოს ამით სარგებლობენ თვითონ.

მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც საღად აზროვნებს და იაზრებს, რა შეიძლება მოხდეს. ელემენტარულად თუ საქმე არ იცის, ყველას ვერ მოსთხოვ, რომ ყველაფერში ერკვეოდეს. ან თავის თავს უსვამს კითხვას, ან მას უსვამს, ვინც მეტი იცის ამის თაობაზე. ეს არის აზროვნება და ამისკენ მოგიწოდებთ ყველას.

განაცხადა ივერი მელაშვილმა გადაცემა კომენტარში. გუშინ, 4 მაისს, დავით გარეჯში, ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა