logo
ENG


გამყრელიძე: თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, პანდემიის დასრულება რთული იქნება
  • 1109ნახვები

ჯერჯერობით, მესამე ფაზის კვლევა ბავშვებზე, ანუ 12 წლის ზემოთ, აქვს მხოლოდ ფაიზერს ჩატარებული. შეაჩერა ეს ასტრაზენეკამ, რომელსაც დაწყებული ჰქონდა კვლევები და კიდევ რამდენიმე კომპანიამ. რამდენადაც მე ვიცი, ამერიკის წამლის სააგენტოს, ჯერჯერობით არ ჰქონდა მიცემული დასტური ბავშვებში გამოყენებაზე... გიდასტურებთ იმას, რომ თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, ისე, რა თქმა უნდა, რთული იქნება პანდემიის დასრულება. კარგია ის, რომ ეს ვირუსი ნაკლებად ერჩოდა ბავშვებს, შედარებით ადვილად იტანენ ამ ინფექციას, მაგრამ ისინი არიან აქტიური გამავრცელებლები.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა