logo
ENG


დეკანოიძე ვაშაძეზე: სამწუხაროა, რომ მელიას ციხეში ყოფნის დროს მხოლოდ "ერთ ადგილზე" საუბრობს
  • 2498ნახვები

წუხელ საპატიმროში ნიკა მოვინახულეთ. დიდხანს ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რატომ ეშინია მისი თავისუფლების ქართულ ოცნებას. გარდა იმისა, რომ კარგად და მხნედ არის, პოლიტიკურ პროცესს ზუსტად, გამბედავად და საოცრად ფართო კონფიგურაციით აფასებს, ყოველგვარი წვრილმანი გარჩევის გარეშე.

რა სამწუხაროა, რომ მისი ციხეში ყოფნის დროს, ნიკას დამოკიდებულებების ფონზე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ "ერთ ადგილზე" საუბრობს. უდიდესი სხვაობაა, კიდევაც გამოჩნდა გლდანში.

წერს Facebook-ზე ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის გიორგი ვაშაძის მისამართით. ვაშაძემ გუშინ, 5 მაისს თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას გამბედაობა და "ერთი ადგილი" უნდა ეყოს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს და საკუთარი პარტიის თავმჯდომარე პატიმრობიდან დაიხსნას.



ასევე ნახეთ
close დახურვა