აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ჩვენ, მიუხედავად არაერთხელ გაკრიტიკებული კომუნიკაციისა, შევძელით და გადავტეხეთ ის ანტივაქსერული კამპანია, რომელიც იყო... გუშინ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი და 3 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა. საგრძნობლად არის გაზრდილი მოთხოვნა და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ეტაპობრივად მიწოდებასაც ვზრდით, რაც გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ საქართველოში არის დადებითი დინამიკა ვაქცინის სარგებელთან დაკავშირებით
განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.