logo
ENG


მელია: ოპოზიცია არა მერობის კანდიდატის, არამედ, კოალიციური ერთობის გარშემო უნდა გაერთიანდეს
ნიკა მელია
10 მაი, 2021 19:43
მელია: ოპოზიცია არა მერობის კანდიდატის, არამედ, კოალიციური ერთობის გარშემო უნდა გაერთიანდეს
  • 1302ნახვები

ერთობა არ არის აუცილებელი, რომ რომელიღაც კანდიდატს ჩაეხუტოს ვიღაც. თბილისში მხოლოდ მერობის კანდიდატია? თბილისში 10 მაჟორიტარული ოლქია და აქვე გეტყვით, რომ თუ არ იქნება კოორდინაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის და არ მოხერხდება საერთო მაჟორიტარული კანდიდატების გამოკვეთა, ათივე ოლქს მოიგებს ქართული ოცნება და რატომ იცით? მეორე ტური არ არსებობს მაჟორიტარულ ოლქში და თუკი 6, 7 და 8 ოპოზიციური პარტია თავის კანდიდატს წამოაყენებს, შეიძლება, 23%-ით მოიგოს ქართულმა ოცნებამ. მე როგორ ვუყურებ თბილისის არჩევნებს გეტყვით: მერობის კანდიდატის გარშემო კი არ უნდა მოხდეს გაერთიანება, საკრებულოს თავმჯდომარე უნდა იყოს სხვა პარტიის წარმომადგენელი, ვიცე მერი უნდა იყოს სხვა პარტიის წარმომადგენელი, სხვა მოადგილე უნდა იყოს სხვა პარტიიდან, მთაწმინდის გამგებელი უნდა იყოს სხვა პარტიის წარმომადგენელი, გლდანის გამგებელი სხვა. უნდა იყოს ნაკრები, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ მერის გარშემო კი არ არის გაერთიანება, კოალიციური ერთობა მოდის, რომ აი, გვაქვს უნარი ოპოზიციას, შევკრათ კოალიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადაც კამპანია კამპანიისთვის უნდა ვაწარმოოთ, არ ვაპირებ. ბრძოლის ან გამარჯვების კამპანიაში ყველაფერს დავდებ.

ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გათავისუფლებულმა ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა