მე, ჩვენზე შედარებით მომცრო პარტიების ინტერესებიდანაც გამოვდივარ. ვცდილობ და მინდა, შევინარჩუნო ეს ჩემი ბუნებრივი სურვილი, რომ ჯერჯერობით არცთუ ისე მოღონიერებული პროდასავლური პარტიები გახდნენ კიდევ უფრო ძლიერები, რადგან მიმაჩნია რომ ქართული დემოკრატიისთვის მრავალფეროვნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მარტო, ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობა ამ სივერაგესთან, რასაც რეჟიმი ჰქვია ვერაფერს გააწყობს.
მჯერა, რომ მზარდია ჩვენი პარტია. ვიცით, რომ ხვალ და ზეგ აუცილებლად კოალიციური რეჟიმი იქნება, კოალიციური მმართველობა გარდაუვალი იქნება. მათი ინტერესებიდან გამოვდივარ, ჩემი მეგობრების და ჩემი კოლეგების. პოლიტიკურ ლანდშაპს რომ შევხედოთ, შემოდის ახლადდაბადებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გარკვეულ წარმატებას მიაღწევენ, ვიღაც 7-8%-ს აიღებს... გახარიას პარტია რაღაც მხარდაჭერას მოიპოვებს, ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, როგორც მისი თავმჯდომარე გეუბნებით, რომ არანაირად არ ვართ დაინტერესებული, მოვყვეთ "პოლიტიკურ სენდვიჩში" - რომ იყოს ქართული ოცნება, იყოს ძლიერი პოლიტიკური ბლოკი ენმ და იყოს გახარია, ვასაძე და ჩვენი დღევანდელი პარტნიორები იყვნენ სადღაც, კიდევ უფრო მიღმა, ვიდრე ეს პარტიები, რომელთაც ბევრად მეტი საერთო ექნებათ.
ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა "გიორიგი თარგამაძის ფორმულაში" ისაუბრა.