logo
ENG


ილია მეორე: წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები უდიდესი განსაცდელია
ილია მეორე
13 მაი, 2021 21:38
ილია მეორე: წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები უდიდესი განსაცდელია
  • 819ნახვები

წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან. 

ამიტომაც, ბუნებრივია, ფრიად ვწუხვართ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის. ღმერთი მშვიდობისაჲ იყავნ ყოველთა თანა, ამინ! 

ნათქვამია საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა