logo
ENG


გამყრელიძე: ვაქცინაზე ერთდროულად 800 000-მდე ადამიანი რეგისტრირდებოდა, სისტემამ ვერ გაუძლო
  • 1207ნახვები

ჯერ კიდევ კვლევის საგანია, რამ გამოიწვია [შეფერხება]. ერთ-ერთი ვერსიაა, რომ გუშინ საღამოს 8 საათზე, როდესაც გაიხსნა რეგისტრაცია მეორე დოზაზე სინოფარმის და ასევე, დაიწია 10 წლით ასტრაზენეკას ასაკმა და გაიხსნა მასზეც რეგისტრაცია, როგორც ჩვენი საინფორმაციო სამსახურები, IT სამსახურები გვეუბნებიან, იყო ძალიან დიდი ტრაფიკი, ანუ სადღაც 800 000-მდე შემოსვლის მცდელობა და ეს იყო, რომ სისტემამ ვერ გაუძლო ამას, შესაბამისად მოხდა ეს ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც საკმაო დრო დასჭირდა.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში. ცნობისთვის, 12 მაისის, აცრების დასაჯავშნი ვებგვერდი booking.moh.gov.ge შეფერხებით მუშაობდა, რის გამოც მოქალაქეები დარეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა