logo
ENG


პაპუაშვილი: თამარ ჟვანიასთან ოპოზიციას და სამართლიან არჩევნებს ბოდიში აქვთ მოსახდელი
  • 1230ნახვები

იმედი მაქვს, ამ მოწოდებას ჩემი ოპონენტები გაიზიარებენ. პირველ რიგში, მათ ბოდიში უნდა მოუხადონ თამარ ჟვანიას და შემდეგ თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა, თუ არა. ბოდიში მოსახდელი აქვს ბევრს ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიასთან, მათ შორის ოპოზიციას, სამართლიან არჩევნებს და სხვებს, ვინც დააბრალა მას და ცესკო-ს ისეთი რაღაცები, რომელიც საბოლოო ჯამში, ვერანაირად ვერ დაამტკიცეს. ბოდიშს თუ არ მოიხდიან, მინიმუმ, ის გამბედაობა მაინც ჰქონდეთ, რომ მივიდნენ და ჰკითხონ, რა გადაიტანა ამ ქალმა იმ დღეებში, არჩევნების შემდეგ, რა დონის შეტევა იყო მის მიმართ, პიროვნულად. ასე, რომ მინიმუმ ის მაინც მოიკითხონ, რას გრძნობდა ეს ადამიანი იმ დღეების განმავლობაში. 

განაცხადა უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა