logo
ENG


თამარ გაბუნია: სინოვაკით ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება
  • 865ნახვები

სინოვაკით ვაქცინაცია უკვე დაიწყება მომდევნო კვირიდან. თარიღს დაავადებთა კონტროლის ცენტრი გააჟღერებს. სინოვაკი ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს სინოვაკის შედეგებს, უკვე გამოქვეყნებულია. ვფიქრობთ, რომ ავტორიზაცია მალე იქნება, თუმცა იმისთვის რომ ეპიდემიური საჭიროებები სწრაფად იქნას მოცული და მოსახლეობას, ასევე, ესენციურ ჯგუფებს ჰქონდეთ ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა, სინოვაკით ვაქცინაცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. მოცვა იქნება 18 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში.

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ​კორონავირუსის ვაქცინით 4 021 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 93 305 ადამიანია აცრილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა