logo
ENG


ჩხაიძე: მესამე ტალღის პიკი ქვეყანამ, სავარაუდოდ, გადაიარა
ივანე ჩხაიძე
19 მაი, 2021 12:35
ჩხაიძე: მესამე ტალღის პიკი ქვეყანამ, სავარაუდოდ, გადაიარა
  • 2151ნახვები

დღეში 1 500 ინფიცირებული ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ისევ ჩვენთანაა, არ გამქრალა, ეს რიცხვი საქართველოსთვის ძალიან დიდია. სავარაუდოდ, მესამე ტალღის პიკი ქვეყანამ გადაიარა და ეს იყო 5 მაისს, მაგრამ 1 500 ინფიცირებულის ფონზე, ქვეყანაში გვქონდეს 100 ათასი ვაქცინა და ჩვენ მას არ ვიყენებდეთ, ვფიქრობ, ეს არასწორია.

ამიტომ, ჩვენ ვაქცინაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ და სასურველია, რომ მომდევნო კვირას სინოვაკით ვაქცინაცია დაიწყოს. სინოვაკის ვაქცინას უსაფრთხოების პროფილი ძალიან მაღალი აქვს. დღეისთვის დაფიქსირებული არ არის სინოვაკის აცრის შემდგომი არცერთი გართულება, ეს ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო და მაღალეფექტური.

თქვა იმედთან იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ. სინოვაკზე რეგისტრაცია პარასკევიდან დაიწყება, აცრა კი - ორშაბათიდან. მას ჯერ არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.



ასევე ნახეთ
close დახურვა