logo
ENG


გვრიტიშვილი: ბედნიერი ვიქნებით, რომ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება
  • 1457ნახვები

როდესაც ცდილობს ქალბატონი ჯანეზაშვილი ნეპოტიზმის ფაქტის დამტკიცებას გზირიშვილთან მიმართებაში, მან არა მხოლოდ იმ უდაო ფაქტზე უნდა მიუთითოს, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის შვილი ლევან გზირიშვილის, არამედ დამატებით აუცილებლად უნდა დაამტკიცოს ისიც, რომ ალექსანდრე გზირიშვილი არის უღირსი, არასათანადო კვალიფიკაციის იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს კანონის მოთხოვნები და მოსამართლედ გამწესდეს. ეს არათუ დაამტკიცა, არამედ არც უცდია. საბედნიეროდ მე, როგორც მოსამართლე, სხვა მოსამართლეებიც, ბედნიერნი ვიქნებით იმით, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება. 

ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას, რომელმაც მოსამართლეების დანიშვნისას ნეპოტიზმის ფაქტებზე ისაუბრა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა