logo
ENG


ბოლქვაძე: ფეისბუქში რაღაცაზე ხელი დამეჭირა და დაეწერა, რომ დავქორწინდი
  • 3171ნახვები

ჩემს Facebook-ში შევედი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, შევედი Setting-ებში, მაინტერესებდა რაღაცები და შემთხვევით ეტყობა დამეჭირა ხელი რაღაცაზე და ეს იყო got married (დაქორწინდა), ეს იყო ზუსტად 10 წუთი.

ამაზე მთელი თემა დაიწერა და მთელი გადაცემები მიეძღვნა, რომ თურმე ელისო ბოლქვაძე 10-15 წუთით თუ ნახევარი საათით დაქორწინდა და მერე აღარ დაქორწინდა. არ ვიცი, რა მოხდა მერე, მაგრამ ნახევარ საათში ეს ინფორმაცია აღარ იყო. იმდენი რეკვა და იმდენი ესემესი მივიღე, იმდენი გაოცებული ადამიანი მილოცავდა და რას მილოცავდა, ვერ მივხვდი კარგად.

ყვება პარლამენტის დეპუტატი ელისო ბოლქვაძე.



ასევე ნახეთ
close დახურვა