logo
ENG


იმნაძე: არავის ვურჩევ დაელოდონ ფაიზერს, ყველა ვაქცინა ერთნაირად მუშაობს
პაატა იმნაძე
21 მაი, 2021 15:26
იმნაძე: არავის ვურჩევ დაელოდონ ფაიზერს, ყველა ვაქცინა ერთნაირად მუშაობს
  • 1567ნახვები

მოლაპარაკებები ფაიზერთან პრაქტიკულად დასრულების ფაზაშია. ლაპარაკია ვადებზე, როდის და რამდენი შემოვა. ჩვენი შესაძლებლობები, ქვეყნის შიგნით მილიონ დოზაზე მეტის ერთჯერადად მიღების პრობლემა არ გვაქვს. ანუ ჩვენი ულტრა დაბალტემპერატურაზე მომუშავე მაცივრების რაოდენობა საკმარისია. ქსელიც გაფართოვდა... არავის არ ვურჩევ დაელოდონ ფაიზერს. გასაგებია, რომ ბევრს აინტერესებს რამდენად აღიარებული იქნება სხვადასხვა კოვიდვაქცინები. ბრენდის სახელია - მესმის, ვიღაცას რაღაც ბრენდი ურჩევნია, მაგრამ თუ ჯანმრთელობაზე ვფიქრობთ, ყველა ეს ვაქცინა ერთნაირად მუშაობს - სიკვდილისგან გვიხსნას, რეანიმაციაში მოხვედრისგან გვიხსნას და სუნთქვის აპარატი რომ არ დაგვჭირდეს კოვიდის დროს...ვისაც ძალიან უნდა დასავლური ბრენდი აგერ არის ასტრაზენეკა...ფაიზერი შემოვა, ზუსტად ვერ ვიტყვი, დამოკიდებულია ფაიზერზე. ზაფხულის პერიოდში ნამდვილად იქნება

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა