პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ, როცა ეს საკითხი დაისვა, მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. ჟურნალისტები ის ადამიანები არიან, ვინც კომპიუტერის მოხმარება ამ ქვეყანაში არავისზე ნაკლებად არ იციან. მესმის, რომ შეიძლება სამაგალითოდ, რამდენიმე ჟურნალისტი, ცნობადი სახე აიცრა და მაგალითი მისცა - ეს კარგია. მაგრამ ისე რომ ჯგუფი გამოიყოს, იმიტომ რომ ჟურნალისტია, არ გეწყინოთ... ხომ არის პროფესიული ჯგუფები - ექიმებისნაირი რისკი გაქვთ? – არა, პოლიციელებისნაირი რისკი გაქვთ? – ალბათ არა. ძალიან კარგად იცით კომპიუტერის მოხმარება, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და სადაც გინდათ იქ აიცრათ, გააპიაროთ კიდევაც თქვენი აცრა
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ სამინისტრო მუშაობს გეგმაზე, რათა მედიას ვაქცინაციის რიგში დგომა არ მოუწიოს.