logo
ENG


ტიკარაძე: არ ვთვლით, რომ თბილისში კაბინეტები დასამატებელია, აქტივობა რეგიონებშიც უნდა იყოს
  • 1263ნახვები

ნამდვილად არ ვფიქრობთ ამ ეტაპისთვის, რომ თბილისში ამცრელი კაბინეტები არის დასამატებელი, რადგან აქტივობა უნდა იყოს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ჩვენი მიზანი არ არის, რომ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე გვქონდეს მაღალი მაჩვენებელი ვაქცინაციის პროცესის დადებითად წარმართვის, არამედ, საქართველოს ყველა რეგიონში უნდა იყოს თანაბარი ხელმისაწვდომობა... მივყვებით იმ დასახულ გეგმას, რომელიც გაგვაჩნია და შესაბამისად პოპულაციიდან გამომდინარე დათვლილია კაბინეტების რაოდენობა და გადანაწილება ხდება ამ დადგენილ პრინციპზე

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების ნაწილი, თბილისში აცრაზე ჯავშნების შევსების გამო, ვაქცინაციაზე რეგიონებში ჩადის. დღეს თბილისში ასევე შეივსო ყველა ჯავშანი სინოვაკზე

 



ასევე ნახეთ
close დახურვა