logo
ENG


იმნაძე: ყველა დაწყნარდეს, ვაქცინის მე-2 დოზა ყველას ერგება, აცრის გარეშე არავინ დარჩება
პაატა იმნაძე
21 მაი, 2021 23:47
იმნაძე: ყველა დაწყნარდეს, ვაქცინის მე-2 დოზა ყველას ერგება, აცრის გარეშე არავინ დარჩება
  • 759ნახვები

წარმოიდგინეთ, ასტრაზენეკას ერთი დოზიდან მეორემდე 8-12 კვირამდე სჭირდება და ადამიანს 12 კვირის მერე უნიშნავ დღეს, ამ დროს მოხვალ აქ. მესმის, ყველაფრის კრიტიკა შეიძლება, მაგრამ 12 კვირის მერე თუ მე არ მაწყობს და მინდა, მე-11 კვირას სადღაც ვიყო და იქ ავიცრა? არჩევანის თავისუფლება რატომ უნდა წავართვათ ადამიანებს? მეორე დოზა ყველას ერგება, ყველა დაწყნარდეს, ყველა დამშვიდდეს, იმიტომ რომ მეორე დოზა ყოველთვის არის შენახული, პირველი დოზა რამდენიც გაიხარჯება, იმის მეორე დოზა, ყოველთვის შენახულია. ასე რომ, უაცროდ არავინ არ დარჩება

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა