logo
ENG


გამყრელიძე: დარწმუნებული ვარ, ავტორიზაციის შემდეგ სინოვაკის პოპულარობა უფრო მეტი იქნება
  • 1209ნახვები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პირველადი შეფასება იყო საკმაოდ დადებითი, რომელიც მაისის დასაწყისში გამოქვეყნდა და სწორედ ჯანმო-ს ვებგვერდზე ნახავთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სინოვაკის ავტორიზაციასთან დაკავშირებით მაისში უნდა იყოს მიღებული. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით, მისი ეფექტურობა მერყეობს 50%-დან 90%-ის ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, ავტორიზაციის შემდეგ მისი პოპულარობა უფრო მეტი იქნება და შეიძლება შემდგომ ის კოვაქსზეც განთავსდეს.

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, სინოვაკის ვაქცინას ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს. ამის მიუხედავად, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში სინოვაკით აცრა უკვე დაწყებულია.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა