logo
ENG


თალაკვაძე ნამახვანის აქციებზე: სერიოზული კითხვები ჩნდება, რა არის აქციების რეალური მიზანი
  • 821ნახვები

როდესაც პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი და შემდეგი თვეების განმავლობაში მისი აშენება არ ხდება, როდესაც პრემიერმა თქვა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხელახლა მოხდება და ასევე თქვა, რომ დადებული ხელშეკრულების ექსპერტიზა და შეფასება მოხდება დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ, მაინტერესებს რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი და რა არის მოთხოვნები თუ არა ის, რომ საერთოდ, უაპელაციო გაუქმდეს ეს პროექტი? ეს დამოკიდებულება გახლავთ მიუღებელი, ულტიმატუმებით და კატეგორიებით საუბარი ვფიქრობ, არ არის ის ფორმა, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს.

თუ მთავარი საკითხები, რაც იყო, რომ მშენებლობა შეჩერებულია, კონტრაქტის გადამოწმება ხდება და გარემოზე ზემოქმედება იქნება შესწავლილი, მაინტერესებს რა არის ის მოთხოვნები, რასაც დღეს აქციის ორგანიზატორები აყენებენ? უკვე სერიოზული კითხვები ჩნდება, რა არის ამ აქციების რეალური მიზანი და ვფიქრობ, აქ მეტი საჯარო განცხადებები უნდა გაკეთდეს აქციის ორგანიზატორების მხრიდან.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაზემ ნამახვანჰესთან დაკავშირებით. ჰესის მოწინააღმდეგეები მესამე დღეა, რამდენიმეთვიან პროტესტს თბილისში აგრძელებენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა