logo
ENG


ზარქუა ახვლედიანს: ზეციურ საქართველოს ნუ შეაწუხებთ, მე, რიგითი მოკვდავი გიპასუხებთ
  • 1081ნახვები

მინდა ბატონ ახვლედიანს ვუპასუხო. ის მიმართავდა ჩვენ გენერლებს, ღვაწლმოსილ ადამიანებს ზეციურ საქართველოში, რომ გაეგო პასუხი კითხვაზე - სწორად იქცევა თუ არა, მოეწონებოდათ, თუ არა. ნუ შეაწუხებთ იმათ, მე გიპასუხებთ აგერ, რიგითი მოკვდავი ზარქუა. არ იქცეოდით სწორად, არ მოიქეცით სწორად, როდესაც რეგიონში, რომელსაც ამდენი გამოწვევა აქვს, სადაც მეზობლები ერთმანეთს იყვნენ გადაკიდებული, ცალკე აგრესორი რუსეთი, სადაც მთელი დასავლეთი გეუბნებოდათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე იყოს საქართველოში, თქვენ რევოლუციურ სცენარებს ამზადებდით. ამიტომ არ მოეწონებათ.

 

ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში ევროპული საქართველოს სიით შესულ დეპუტატს, არმაზ ახვლედიანს, რომელმაც პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ ფიქრობს, რა მოეწონებოდათ მის საქციელში შალვა ერისთავსა და მერაბ კოსტავას.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა