logo
ENG


პოლონეთის პრეზიდენტი: ქართველებო, გელით ნატოსა და ევროკავშირში
ანჯეი დუდა
26 მაი, 2021 12:22
პოლონეთის პრეზიდენტი: ქართველებო, გელით ნატოსა და ევროკავშირში
  • 3175ნახვები

ხაზგასმით მინდა აღვნიღნო, რომ პოლონეთისა და პოლონელების სახით გყავთ საიმედო მოკავშირე, რომელიც ყველა ღონეს იხმარს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რაოდენ დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეფორმები და რომ ნატომდე და ევროკავშირამდე მისასვლელი გზა რთულია, ის ზოგჯერ დაუსრულებელიც გვეჩვენება.

ძვირფასო მეგობრებო, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, პატივისცემა და სოლიდარობა, ეს ის პრინციპებია, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს ედება საფუძვლად. ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან საუკუნეებია თქვენ მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ, ქართველებო, გელოდებით ნატოში, იმიტომ, რომ ხართ ამაყი ერი, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და საკუთარი მომავლის და კეთილდღეობის შენებას. პოლონეთის სახით გყავთ მეგობარი, რომელიც გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე. როგორც საუკუნეების წინათ დიდმა შოთა რუსთაველმა დაწერა: ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს.

თქვა საქართველოში სტუმრად მყოფმა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სიტყვით გამოსვლისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა