logo
ENG


მურუსიძე #სირცხვილიაზე: რაღაცა ორგანიზაციაა ხო, "სამარცხვინო" თუ რაღაცა ქვია
  • 2187ნახვები

რაღაცა ორგანიზაციაა ხო, "სამარცხვინო" თუ რაღაცა ქვია. ხო, "სირცხვილია", უკაცრავად. ისე, სახელების კარგი შერჩევა იციან. გუშინ მე ვუსმენდი ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებას ტელევიზიაში. სასამართლოში რომ არის კლანი და სასამართლო რომ არის ძალიან ცუდი, მოყავდა 4 საქმე. მათგან 2 დამთავრებული არ არის, ერთი საქმე, რუსთავი 2-ის საქმე სტრასბურგმა განიხილა და თქვა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება არის სწორი. მეოთხე საქმეზეც გვაქვს მყარი არგუმენტი, უბრალოდ, მოსმენა არ უნდა არავის. 

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა