logo
ENG


მელია ნამახვანის პროტესტზე: დრო და დრო მათი გზავნილი, ჩემი აზრით, გაიბლარა
ნიკა მელია
26 მაი, 2021 21:53
მელია ნამახვანის პროტესტზე: დრო და დრო მათი გზავნილი, ჩემი აზრით, გაიბლარა
  • 6209ნახვები

დრო და დრო, მათი გზავნილი, ჩემი აზრით, გაიმრუდა, გაიბლარა და ისე დაილექა საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილში, რომ ის ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ ნამახვანჰესის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, წინააღმდეგები არიან ჰესების მშენებლობის. 

ეს უფრო მეტად უნდა იყოს ახსნილი საზოგადოებისთვის მათი მხრიდან, მეტი სიცხადე უნდა შეიტანონ, იმიტომ, რომ, ერთის მხრივ, საპროტესტო აქცია, რომელიც იმართება ამა თუ იმ ქალაქში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი იმის ხარჯზე, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და ხვალ და ზეგ და 3-4 წელიწადში ქვეყანა აღმოჩნდეს აბსოლუტურად განაიარაღებული და ბოლომდე დამოკიდებული, ენერგეტიკული თვალსაზრისით, მტრულად განწყობილ სახელმწიფოზე. 

ამიტომ, აქ ოქროს შუალედი არის დასაცავი და ის, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იმ აქციებზე, სადაც იმართება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციები, ამასაც აქვს თავისი ახსნა იმიტომ, რომ მკაფიო გზავნილები უნდა იყოს წარმოდგენილი ორგანიზატორების მიერ. ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობა და სხვა ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა და ლიდერი ამ ქვეყანაში ვერასოდეს დაუჭერს მხარს, რომ სახელმწიფო, ადრე თუ გვიან, გახდეს დამოკიდებული რუსეთის ენერგეტიკაზე. 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის შესახებ გიორგი თარგამაძის ფორმულაში საუბრობს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა