logo
ENG


ცერცვაძე: პირბადის ტარების მოთხოვნა ძალაში კიდევ დიდხანს დარჩება
  • 1573ნახვები

ჩვენთან ისევ დაბალია პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი - იყო 40%, ახლა მოიმატა და არის 70%, მაგრამ ეს მაინც დაბალია, 90% მაინც უნდა იყოს პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი, რომ მყარი ეფექტი გვქონდეს... ამიტომ ორი რამ - მასიური ვაქცინაცია და პირბადეების გამოყენების გაზრდა 90%-მდე, საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება მალე მოვხსნათ შეზღუდვები. დარჩება მხოლოდ პირბადის ტარება - ეს დიდხანს დარჩება კიდევ იმიტომ, რომ ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც წარმატებული ვაქცინაცია ჩაატარა, მაინც რჩება პირბადეები. ჩვენი ამოცანაა, რომ ზაფხულში შევიდეთ სტაბილური მდგომარეობით, რათა ზაფხული იყოს სრულფასოვანი ჩვენი მოსახლეობისთვისაც და ტურისტული სექტორისთვისაც

განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა