logo
ENG


კალიურანდი: საქართველო 2024-ში EU-სგან თანხმობას ვერ მიიღებს, ჯობს მოლოდინების შემცირება
  • 1652ნახვები

ყველა სახელმწიფოსა და ერს, უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ქართველებს აქვთ უფლება, რომ იმ ორგანიზაციის წევრობაზე გააკეთონ განაცხადი, რომელსაც სურთ, რომ მიეკუთნებოდნენ. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ინტერესტებოდეთ სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების აზრით, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რაც ევროკავშირში ​ერთსულოვან მხარდაჭერას ნიშნავს. ეს გაფართოების ერთადერთი გზაა.

ვიქნები ძალიან ღია და გულახდილი და ვიტყვი, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე ევროკავშირში კონსენსუსი არ არის, ეს რეალობაა. ამიტომ არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას კითხვას, რომელიც წევრობას ეხება, რადგან ახლო მომავალში ეს რეალისტური არ იქნება. ამის ნაცვლად, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს სექტორულ რეფორმებს და ამ მიმართულებით მინდა მივულოცო საქართველოს, რადგან მგონია, რომ ახალი სტრატეგიების შემუშავება და ევროკავშირთან შეთანხმება, შესანიშნავნია...

ამიტომ, მგონია, რომ მნიშვნელოვანია ქართველების ამბიციები შევამციროთ, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ თანხმობას 2024 წელს. უმჯობესია მოლოდინების შემცირება და რეალობის ახსნა

განაცხადა ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდიმ Euractiv-ის კონფერენციაზე. 2024 წელს საქართველო აპირებს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. აღსანიშნავია, რომ ეს ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი დაპირებაც იყო. 

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა